ყველაზე ბედნიერი – 2015 წლის შეჯამება!

ტრადიციულად ვწერ წლის შეჯამებას და ასევე ტრადიციულად, აღმოჩნდა, რომ 2015 წელიც, იყო ყველაზე ბედნიერი და წარმატებული, აქამდე არსებულ ყველა წელთან შედარებით.
რაკი, ბევრი რამ მოხდა და ბლოგზეც დიდი ინფოს აღქმა უფრო მარტივია, გთავაზობთ ბლოგის ფორმატში.
მაშ ასე:
- არ დამიგდია მოგზაურობის ტემპი, ვიმოგზაურე 13 ქვეყანაში, აქედან 8 ქვეყანაში პირველად, მათ შორის ჩემს საყვარელ ქალაქებში: იბიცა, სენტროპე, ნიცა, ბარსელონა, თელ ავივი, დუბაი, ფლორენცია, მილანი, ციურიხი, ა.შ.
- ცალკე გამოვყოფ ჩემს მოგზაურობას მიწიერ სამოთხეში, ანუ კიდევ ერთი ოცნების ახდენას და მალდივების დალაშქვრას! ამავე მოგზაურობის ფარგლებში, შევიძინე ახალი მეგობრები და ზოგადად, ერთერთი საუკეთესო თრიფი გამოვიდა ever!
- უნივერსიტეტში დამიმრგვალდა მუშაობის ხუთი წელი, ტემპი აქაც შენარჩუნდა და წელსაც ძალიან კარგი სტუდენტები მყავდნენ, ანუ უნივერსიტეტში ყოველი მისვლა ამ წელსაც მაბედნიერებდა.
- ჩემს თავს დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე, გავუკეთე დაბადების დღის საჩუქარი, შევიძინე ახალი ბინა, ახლად აშენებულ კორპუსში და დღემდე ბედნიერად ვარემონტებ ისე, როგორი ბინაც მინდა მქონდეს. ხედიც მშვენიერია, ადგილიც ცენტრალური, მოკლედ კარგი ამბავია.
- არცერთხელ არ შემიცვლია სამსახური! ანუ დავსტაბილურდი და თან მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც უნდა ვიყო, შესაბამისად, ცვლილებას მომავალ წელსაც არ ვგეგმავ, ამ გადმოსახედიდან
- ბლოგზე მყავდა ზუსტად 100%-ით მეტი ვიზიტორი, მათმა რიცხვმა ნახევარ მილიონამდე შეადგინა, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლ. 15%, ნამყოფია ჩემს ბლოგზე 🙂
- მქონდა 15-მდე საჯარო ლექცია, ვთანამშრომლობდი ბევრ კომპანიასთან კონსალტინგის კუთხით და რამდენიმე ახალ ტრენინგ ცენტრში, ბლოგმაც დაიწყო კომერციულად მომგებიანობა და სხვა ბევრი, პარალელური სარგებლ-ების მოტანა
- დავიცავი პროსპექტუსი, სადოქტოროზე მოვაგროვე ყველა საჭირო კრედიტი და მხოლოდ ერთი, საკმაოდ პატარა ნაბიჯი მაშორებს „პრაფესორობამდე“! 🙂
- ნელნელა მიწევს შელევა არსებულ ბინაზე, პლეხანოვზე, უახლოეს თვეებში დავიწყებ მდგმურების ძიებას და გავაქირავებ, ხუთ წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ, თუმცა არც დამატებითი, ნაკლები შრომით მიღებული, სტაბილური შემოსავალი მაწყენს 🙂
- გავაკეთე ახალი აღმოჩენა, სახლში უცნობი ხალხის მოწვევით, მაფიის ღამეების სახელით ცნობილი აქტივობის სახით, სადაც შევიძინე ბევრი ახალი და რამდენიმე უახლოესი მეგობარი, რომლებსაც მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, არა და 2015-ში შევხვედრივართ პირველად ^^
- ავიხდინე კიდევ ერთი სურვილი, ჩავწერე სიმღერა და გადავიღე კლიპი, რომელიც გამოვიდა ცუდი, ასევე გადავიღე მოკლე-მეტრაჟიანი ფილმი პოეზიაზე, რომელიც მომწონს. აქვე, დავაანონსებ, რომ მეორე ქავერიც ჩავწერე და ახლო მომავალში, აუდიო ვერსიას გაგაცნობთ 🙂
- წინა წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში, დაიბეჭდა ჩემი პირველი წიგნი, პოეზიაზე, რომლის პრომოუშენისთვისაც დრო არ მქონდა და მიიჩქმალა, თუმცა პრეზენტაცია შედგება;
- ჩემმა ფეიჯმა, Guram Sherozia Poetry-მ განიცადა რებრენდინგი, გადაკეთდა „გურამ შეროზიას ბლოგად“, ხოლო ლაიქები 3000-დან გაიზარდა 12,000-მდე, რაც ასევე კარგი შედეგია, მოუცლელობის და ერთადერთი ადმინობის პირობებში.
- ჯამური შემოსავლის მოცულობა, გაიზარდა 30%-ით, რაც მიზნობრივად დაიხარჯა უძრავ ქონებაში, მოკლე ვადიან გასართობ აქტივობებში, მოგზაურობებში, საინტერესო რაღაცების შექმნაში, ა.შ.
- მქონდა ყველაზე აქტიური წელი: ტელევიზიების, რადიოების, ჟურნალ-გაზეთების, ინტერნეტ-პორტალების კუთხით და არც ვმალავ, რომ მაბედნიერებს, როცა ჩემი შემოქმედება საინტერესო და მოთხოვნადია საზოგადოებისთვის, გავეხვიე რამდენიმე სკანდალშიც, თუმცა ამაზე იმუნიტეტი მაქვს 🙂
- შევიცვალე იმიჯი: დავიწყე ვარჯიში, გავიზარდა თმა, შევიღებე კიდეც და გავხდი ოდნავ “რიჟა”, მოვუშვი წვერი, ჩავიდინე კიდევ რაღაცები და მოკლედ, ვიზუალური რებრენდინგიც გამოვიდა 🙂
- ენიქს სპიკერში, გავხდი წლის სპიკერის, მესამე ადგილის მფლობელი და გამეზარდა სტიმული, კიდევ უფრო ხშირად და უანგაროდ გავცე სასარგებლო რჩევები.
- გადავწყვიტე აღარ ვუთხრა უარი ჩემს თავს ელემენტარულ სიამოვნებებზე, მაგ: ერთ დილას მომინდა და ვიყიდე ახალი ტელეფონი, დაღლილობისას დავიწყე სასტუმროებში განმარტოვება და მოგზაურობის იმიტაციის შექმნა, ზაფხულის ყველა შაბათ-კვირას გავრბოდი ქალაქ-გარეთ, კიდევ უფრო ხარბად დავეწაფე ახალ ადამიანებს (გაცნობა-დამეგობრებას ვგულისხმობ), მძინავს ნაკლები, ვმუშაობს მეტს, ა.შ.
- კიდევ ერთი კარგი მიმართულებით, იყო კარგი, ფერადი და საინტერესო სიახლე, რომლის არ აღნიშვნაც არ შეიძლებოდა, მაგრამ არც დეტალებში აღწერაა საჭირო, ამიტომ აქ სიტყვაზე მენდეთ ^^
- გავიკეთე პირველი ტატუ, პირველად ვიჯექი მოტოზე, პირველად ვიმგზავრე ავტოსტოპით, პირველად ვცადე თანაცხოვრება, ა.შ.
- მივხვდი, რომ საჩუქრების მიღებაზე მეტად, ორიგინალური საჩუქრების ორგანიზება და გაცემა მიყვარს. წელს სამმა მეგობარმა, ჩვენო, ანუ დანარჩენი მეგობრების ერთობლივი ძალისხმევით უკვე მიიღო დაბადების დღეზე საგზურები და წავიდნენ/მიდიან სამოგზაუროდ, მომავალ წელს კიდევ უფრო გავაქტიურდები! სცადეთ თქვენც, ვისაც არ გცდიათ 🙂
- შევიძინე რეკორდული რაოდენობის მეგობარი, რომლებიც მაბედნიერებენ და ასევე ბევრი მტერი, რომლებიც მაძლიერებენ, ანუ ადამიანური თვალსაზრისითაც წინ არის 2015.
- საკუთარ თავში აღმოვაჩინე კიდევ ერთი, ხატვის ნიჭი და აქტიურად დავიწყე ხატვა! ჩემს საძინებელსაც, ოთხი ახალი ნახატი ამშვენებს.
- გადამიღეს ფილმში, რომელიც 2015 წლის დასაწყისშივე გავიდა და ამ ახალ წელსაც მგონი, “ახალ წელს დაკარგულები”. 🙂
ჰოდა, ამ პოზიტიურ ფონზე, მინდა ძალიან ნაყოფიერი, ბედნიერი და წარმატებული წელი გისურვოთ. ვერ გეტყვით, რომ ჩემნაირი წელი გქონოდეთ, რადგან შეიძლება თქვენი ამბიციები ჩემსას ბევრად აღემატება… ამიტომ გისურვებთ მინიმუმ ჩემზე უამრავჯერ უფრო ბედნიერ წელს და აქვე გავმეორდები, რომ ძალიან კარგი წელი მქონდა.
წარმატება მისურვებია, ველქამ 2016, წინ დიდი გეგმებია, იმედია ამ წლის ბოლოსაც მინიმუმ ასეთივე სტატუსს დავწერ. რომ არა დამიანები, ჩემს გარშემო თუ შორი-ახლოს, ალბათ ყველაფერი გაცილებით რთული და ნელი ტემპებით განვითარდებოდა…
მადლობა ურთიერთობისთვის! 🙂 <3
No Comments