თქვენ უნდა ნახოთ სკანდინავია…
დაიწყეთ სტოკჰოლმით, ეცადეთ ეს იყოს ადრეული შემოდგომა… ჯერ კიდევ აეროპორტიდან მომავალი ავტობუსიდან მიიღებთ პირველ, განუმეორებელ შთაბეჭდილებებს! გარშემო ტყეებია და მცირე ზომის ტბები… ყველა ხე სხვადასხვა ფერითაა შეფოთლილი: მწვანე, ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ცისფერი… აი, ქოვერ ფოტოებში რომ გინახავთ ისეთია, აქა იქ გაბნეულია პატარა ზომის ქოხის სტილის სახლები.
Image
შეხვალთ ქალაქში და საზოგადოებასთან პირველივე კომუნიკაციისას მოიხიბლებით მათი სილამაზით და დახვეწილობით: აქ სილამაზემ არ იცის ასაკი, არც პროფესია, განათლება, სოციალური კლასი… ყველა ბედნიერი და მომღიმარია და თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.
გზად ბევრ ადგილას გადააწყდებით ველოსიპედისტთა ჯგუფებს, ეს ყველაზე ჯანმრთელი და გავრცელებული საშუალებაა გადასაადგილებლად.
სახლები მდიდრულია, მარტივად შენიშნავთ, რომ ამ ხალხმა იცის შრომის ფასი და შესაბამისად – ცხოვრობენ მათთვის შესაფერის პირობებში, გარშემო ყველაფერი ნათელია და ფერადი, შენც ავტომატურად ითავისებ ადგილობრივ ცხოვრების წესს და მოულოდნელად ივსები უჩვეულო ენერგიით, ბედნიერებით, პოზიტივით…
. Image
ღამის ქალაქიც არანაკლებ ბედნიერია. შეხვდებით საკმაოდ ბევრ არალეგალს, რომლებიც ბედის საძიებლად ჩამოსულან, მეტწილად პოლონეთიდან და უკრაინიდან. შუაღამით, როცა ყველაფერი იკეტება, ისინიც მაკდონალდსში, ან რომელიმე სადღეღამისო ობიექტში თბებიან ცივ დღეებში.
ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაინაცვლოთ ფერად და ულამაზეს კოპენჰაგენში!
აქ ყველაფერი ფერადია და წყლი გარემოცული. სახლები მსგავსი და კიდევ უფრო იგრძნობა პირატული სული, სადგურიც კი პირატების ციხესიმაგრეს ჰგავს! ქუჩებში სიცოცხლ ჩქეფს და ჰაერი გაჟღენთილია ათასგვარი სურნელით: რთულია სძლიო ცდუნებას, შესაბამისად ჩერდები და აგემოვნებ ვანილის ნაყინით და ცოცხალი ნაყინით დაფარულ ცხელ, უგემრიელეს ვაფლს.
აქვე შეხვდებით ევროპის ყველაზე გრძელ ტურისტულ ქუჩას, აი ისეთს, მხოლოდ ტურისტები Image
რომ მოძრაობენ და გარშემო ტანსაცმლის, სუვენირების, შოკოლადის, ადგილობრივი საკვების და სხვა მსგავსი უამრავი მაღაზიაა და როგორიც ჩვენ არ მოგვეპოვება სამწუხაროდ.
მატარებლით სულ ხუთი საათია საჭირო სტოკჰოლმიდან კოპენჰაგენამდე და მთელი გზა სასიამოვნო მოლოდინით არის სავსე, თუმცა რეალობა მოლოდინს რამდენადმე აჭარბებს!
შემდეგ პოსტში დავემშვიდობოთ კოპენჰაგენს და გავუყვეთ გზას მდიდარი და დახვეწილი, თუმცა ერთერთ ყველაზე ძვირიანი ოსლოსკენ!