1.საწოლზე წამომჯდარი/სუფრასთან მჯდომი/სახლის ფანჯარაში სევდიანი მზერით მომზირალი საზეიმოდ გამოწყობილი, ქუსლები, მაკიაჟით და დავარცხნილი თმით მო-კეკლუცე გოგონები, რომლებსაც „პროფაილ“ ფოტოს გადაღება სურთ და მაქსიმალურად იყენებენ „მომხიბლველ“ პოზიციას.
ასევე, ძალიან სახალისოა „ვითომ არ გიყურებ“ მორალით გადაღებული მსგავსი ფოტოები, სადაც არაბუნებრივად იყურებით ჭერში, იატაკზე, ან სადმე სხვაგან – უმისამართოდ და მომენტალურად იშიფრებით.
ფოტოებს მდედრობითი სქესის მეგობარი გიღებთ, რომელიც შემდეგ ამ კომენტარებიდან ერთერთს გიტოვებთ:
–         ვინ გადაგიღოImage ნეტა ეს ფოტო?
–         უუულამაზესი ხარ, აი საოცრება! და თქვენი პასუხი: მადლობა ჩემო კარგო ასეთი თბილი სიტყვებისთვის
რეალურად კი – ხშირ შემთხვევაში ”ულამაზესობამდე” საკმაოდ შორს ვიმყოფებით.

  1. გამომწვევად ჩაცმულ გოგონებთან ხელგადახვეული, ბედნიერი და კმაყოფილი სახის მაჩოები, რომელთა მზერაშიც იგრძნობა, რომ ყველა მათგანთან იწვა, ხოლო გოგონების ირონიულ მზერაში იგრძნობა, რომ ის მათთან ვერასდროს დაწვება.

აღნიშნული ფოტო ამაყად იდება მთავარ ფოტოდ, კომენტარის გარეშე, ხოლო მათი ურთიერთობა ფოტოს გადაღების შემდეგ – მომენტალურად მთავრდება (ფოტოს გადაღებითვე დაიწყო).

  1. ცალკეულორგანოებზეგადაღებულიფოტოები (ყველაზეტოპ: შიშველიპრესი, ფეხისშიშველიტერფები, დაბერილიტუჩები) – ძირითადადგვხვდებაულამაზოობიექტებისალბომებში, რომლებიცთავისერთადრთკარგადგილსუწევენპოპულარიზაციას;
  2. ფიტნესისსარკეებშიგადაღებულისელფშოტები, წელსზემოთშიშველი, პროტეინებითდაბერილი ყმაწვილკაცების და მერე გულმოდგინედ გაპუტულიმკერდ-მუცლისდაა.შ. პოპულარიზაციისმიზნით. ხშირ შემთხვევაში, მეტი ეროტიკის მიზნით ტრუსის ამარა დგანან, ან პირსახოცი აქვთ შემოხვეული.

Image

  1. ბარების/კლუბებისტუალეტებშიმოპოზიორე “საზეიმოჩაცმულობის” ქალღმერთები, განსაკუთრებითშთამბეჭდავიათუუკანუნიტაზიცმოჩანს; ძირითადადგამომწვევიმზერითდადაბერილიბაგეებით… განსაკუთრებით, თუ ამას არ აქვს მეგობრული გართობის ფორმა და აღნიშნული გოგონა მარტო პოზირებს.

არ მოგბეზრდათ?

თუმცა ამაში არის გასაგები მომენტებიც, 3 თვეში რომ მოშვებულ მუცელს  – ჯანმრთელ პრესად გადააქცევ, როგორ გინდა ეს საზოგადოებას არ გააგებინო, მე მესმის თქვენი, ანუ ჩვეულებრივი, ”ღირსეული” მამაკაციც შეიძლება მსგავს გაუგებრობაში გაეხვიოს.

  1. სახლშისაცურაო კოსტიუმითგადაღებულიფოტოები, განსაკუთრებით, თუფოტოზეაღბეჭდილიგოგონამარტოა, ამავე ფორმატს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ზედმეტად ამოღებულ მაისურიანი ფოტოები, მკერდზე აქცენტით და ვნებიანი მზერით.

აქტუალურია ასევე ზღვაზე, საცურაო კოსტიუმით პოზირება და კადრები ”ეროტიული” მიზნებით, გაშლილი ფეხები, ოთხზე დგომა, ვნება, ცეცხლი და ა.შ. განსაკუთრებით, როცა ეს ყველაფერი მთავარ ფოტოდ იდება და ზედ სექსსმოწყურებული მამრები ტოვებენ”მმმმმ”, ”მაგარი ხარ” და მსგავსი ფორმატის კომენტარებს.

  1. საკვებზეგადაღებულიფოტოები (არიგულისხმებაეგზოტიკურიკერძებიდადა საზღვარგარეთ რესტორნებში გადაღებული „ნეიშენალდიშ“-ები, არც თქვენი კულინარული შედერვები) მაგალითად: აიჩემილანჩი, დღესმივირთმევამასდაა.შ. და როცა ფოტოზე გამოსახულია ნიგვზიანი ბადრიჯანი, ოლივიე, ან პურზე გადასმული კარაქი.
  2. მანქანისსაჭესხელჩაჭიდებული, ფანჯრიდანმდაბიომზერითმომზირალიგოგო-ბიჭები (მორალი: მემანქანამყაავს), „კაპოტზე“ წამოწოლა და ფოტოს გამო მისი ჩაღუნვაც არც ისე იშვიათი შემთხვევაა.

როცა ასე გიხარიათ მანქანის შეძენა, რა პრობლემაა, გადაუღეთ სტანდარტული ფოტო და დადეთ, მოგილოცავთ გულით.

  1. ერთმანეთზეშემომჯდარიდა/ანენებგადახლართული-ფრანგულიკოცნითდაკავებულიშეყვარებულიწყვილები  და ქვემოთ შესაბამისი კომენტარები: „ჩემი ერთადერთი“, „ჩემი ერთი ცალი“, „სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ“, „შენი თავი ღმერთმა მომივლინა“ – ისე გვითხარით, რომ გიყვართ და გიგულშემატკივრებთ, ინტიმური დეტალები საჭირო არ არის.
  2. უნიჭოდ დადგმული სიძის ხელის გულზე დასმული პატარძლები, ცნობად სახეებთან გადაღებული ფოტო – მოხვეული ხელით, ხელში მოქცეული მზე და სხვა მრავალი.

ბუნებრივია, ბევრი საინტერესო ფორმა გამომრჩა, შესაბამისად – შეგიძლიათ განავცროთ კომენტარებში…
სავარაუდოდ, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი თავიც ამოიცანით, არაერთ პუნქტში, შესაბამისად ვადასტურებ, რომ მეც შემიცოდავს და ბლოგპოსტს ვურთავ ჩემივე ანალოგიური ქმედების ფოტოს. აქვე, წარმატება მისურვებია!