Image
ჯერ კიდევ ჩასვლამდე ვიყავი აღტაცებული ამ პატარა ქვეყნის სილამაზით და ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა 22 თებერვალი…
აეროპორტი იმდენად პატარა იყო, რომ თვითმფრინავიდან – პასპორტების კონტროლამდე ფეხით ვიარეთ… თბილოდა, ჩვენზე დაახლოებით 10 გრადუსით უფრო მეტად.
აერპორტიდან ქალაქამდე, აქტიურად ვათვალიერებდი გარშემო ყველაფერს და გაოცებას ვერ ვმალავდი, თითქოს რაღაც სხვა სამყაროში მოვხვდი, გარშემო იყო სიძველე, კაქტუსის ხეები, დროში მოგზაურობის შეგრძნება გამიჩნდა…
დავიწყეთ დედაქალაქით… ვალეტა ძალიან ლამაზია, შედარებით მდიდრული, ძველ სტილში, ვიწრო ქუჩებით, სანაპიროთი და ხედებით. ხალხმრავალია, სიცოცხლე ჩქეფს, იმდენად პატარაა – ფეხით შემოივლი.
Image
ფეხითვე ჩავისეირნეთ სანაპიროზე და ვიპოვეთ იახტა, თუ გემი, რომელმაც მეზობელ კუნძულზე გადაგვიყვანა, ეს იყო სლიემა, სადაც სასტუმროში განვთავსდით.
კერძები საკმაოდ მრავალფეროვანი აქვთ, გამორჩეული ნაციონალური კერძი ჩვენ ვერ ვიპოვეთ, მაგრამ რაც ავიღეთ – ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, პირციაც დიდი. ასევე საინტერესო იყო მათი ღვეზელები, ჩვენს ხაჭაპურს და სხვა კერძებს ჰგავდა.
სლიემას მოპირდაპირე მხარეს, მდინარის იქით – მდებარეობს ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ტერიტორია – Paceville… განსაკუთრებით ხმაურიანია პარასკევი და შაბათი და აქვს ერთი უცნაურობა, სავსეა ახალგაზრდა, ნორჩი საზოგადოებით, რომლებიც განსაკუთრებით 11 საათის შემდეგ, იმყოფებიან ზე-ნასვამ მდგომარეობაში და ქუჩები კიდევ უფრო ხმაურიანი და ცოცხალი ხდება, ბარებიც… სასმელი არც ისე ძვირია.
მეორე დღეს უნდა ნახოთ ცისფერი ლაგუნა, ასევე იმავე გემით გადახვიდეთ გოზოს კუნძულზე, რომელიც კიდევ ერთი განსხვავებული სამყაროა.
აუცილებლად უნდა ნახოთ Azul Window და Blue Laguna, გარწმუნებთ აღფრთოვანებას ვერ დამალავთ, ასეთი მკვეთრი ლურჯი ფერის წყალი არსად მინახავს.
ImageImage
შემდეგ იქირავებთ პატარა ზომის ნავებს და შეხვალთ წყალში, ბუნებრივად გაკეთებულ მღვიმეებში, ულამაზესია.
გირჩევთ დაეკონტაქტოთ ადგილობრივ ხალხს, მათგან ისტორიის მოსმენა გაცილებით საინტერესოა, ასევე – საკმაოდ მეგობრულები არიან და დაუზარებლად გიხსნიან ყველაფერს.
გარდა ამისა, შეგიძლიათ იქირავოთ ავტობუსი, სადაც დათვალიერების პარალელურად – შეგიძლიათ ყურსასმენებში მოისმინოთ გიდის ხმაც, თქვენთვის სასურველ ენაზე.
გოზო სავსეა ასევე ძველი შენობებით, ციხეებით, შესაბამისად – ძალიან ლამაზად გამოიყურება, აუცილებლად ისარგებლეთ რუკით, რადგან სანახავი იმდენია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია დაიმახსოვროთ, რუკებზე საკმაოდ მარტივად გასაგებად არის მონიშნული მთავარი ღირსშესანიშნავობები.
Image
და ბოლოს, ჩვენი სეზონი იყო ზამთარი და მიუხედავად ამისა – ძალიან ვისიამოვნეთ მრავალფეროვნებით, კონტრასტით და სილამაზით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა ხდება ამ ულამაზეს კუნძულებზე ზაფხულში, მთელი მალტა ხომ ფაქტიურად წყლით არის გარემოცული.
გირჩევთ – გამოიყენოთ ეს შანსი და აუცილებლად ეწვიოთ, ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩებით.
ImageImage