არსებობს საქმიანობები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არის დაფასებული საქართველოში,უფრო მეტიც, ამ პროფესიების ლანძღვა-გინება და ხანდახან ცემაც კი – ნებადართული და მისაღებია მასებისთვის.
განვიხილოთ თითოეული.

  1. კონტროლიორი – რამდენიმე დღის წინ ჩემმა ფეისბუქის მეგობარმა დაპოსტა შემთხვევის შესახებ, როგორ დაიჭირა ვიღაც 17-18 წლის ბიჭი კონტროლიორმა (ქალმა) უბილეთოდ მგზავრობაზე და სცადა ჯარიმის გამოწერა. ამაზე ბიჭის რეაქცია იყო არაადეკვატური: დაიწყო გინება, ყვირილი და ქვების სროლაც კი, ხოლო გარშემომყოფი მგზავრები დაცვის ნაცვლად ასევე კონტროლიორ ქალბატონს უყვიროდნენ, რომ ბიჭისთვის თავი დაენებებინა:
  • ახალგაზრდა ქალი ხარ, როგორ არ გრცხვენია?!
  • რა საშინელი პროფესია გაქვს, ამას უმუშევრობა ჯობია!
  • რა შენი საქმეა, მე უბილეთოდ ვიმგზავრებ თუ არა!

crying-waiter
ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ეს ხალხი ვერ იგნებს ფაქტს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის უფასო, შესაბამისად უნდა აიღონ ბილეთი და რაკი კეთილი ნებით ამას არ აკეთებენ, ეს ვიღაცამ უნდა გააკონტროლოს.
კონტროლიორიც არის ჩვეულებრივი საქმიანობა, რომელშიც ადამიანი იღებს ხელფასს და მისი ვალია, ეს პირნათლად შეასრულოს.
და როცა მუდმივად იმაზე ფიქრობთ, როგორ აარიდოთ თავი გადასახადებს, რომელიც მიდის ბიუჯეტში და მერე ხმარდება საზოგადოებრივ საქონელს (მისი ნაწილი მაინც), რომელზეც ყველაზე მეტს ასევე ის ხალხი გამოხატავთ აგრესიას, ვინც იმ დღეს ავტობუსში კონტროლიორს ეჩხუბა – ეს რბილად რომ ვთქვათ – სამარცხვინოა!..

  1. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი – არაერთხელ მომისმენია შემთხვევა, როგორ ეძებს მიზეზს ახალგაზრდა ბიჭები არ გადაიხადონ თანხა, შემდეგ თუ რამეს ცუდად ეტყვის მძღოლი – საჩხუბრად იწევენ, მძღოლი პასუხისმგებელია სხვა მგზავრებზეც, შესაბამისად იძულებული ხდება შეურაცხყოფა აიტანოს და რისთვის?

  • იმიტომ, რომ ქვეყანას უჭირს და ამან მაინცდამაინც სამარშრუტო ტაქსის მძღოლზე უნდა გადაიაროს?
  • ან იმიტომ, რომ ახალგაზრდების ნაწილი ვერ ხვდება/არ ასწავლეს უფროსებს როგორ ეურთიერთონ?

გავრცელებული შემთხვევაა, როცა მძღოლს უყვირი: გააჩერე-ს და 10 მეტრით წინ თუ გაგიჩერა აგრესიულად უყვირი: ბარემ გლდანში ჩაგეყვანე! და ამ დროს არც კი ფიქრობთ, როცა სამარშუტო ტაქსი მეორე ზოლშია – მომენტალურად ზოლის გადაკვეთის შემთხვევაში ავარიულ სიტუაციას ქმნის? ან იმის შესახებ მაინც თუ გსმენიათ, რომ არსებობს ადგილები, სადაც გაჩერება უბრალოდ არ შეიძლება?!

  1. მსაჯი – წაგებული საფეხბურთო მატჩის ცუდი შედეგი, ყოველთვის მსაჯის ბრალია. სამწუხაროა, რომ მსაჯები იშვიათად ახერხებენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომ ორივე გუნდი და მათი გულშემატკივარიც კმაყოფილი იყოს.

შესაბამისად, ”სუძიას” გინება აქტუალური და თრენდულია, რეალურად კი – კიდევ ერთი სირცხვილი!

  1. სატელეფონო ცენტრის ოპერატორი – თანამედროვე, დაჩაგრული პოზიცია.
  • კომპანიის მომსახურება არ მოგვწონს? ვრეკავთ და ვაგინებთ, ან ვუყვირით… და ვის კისერზე ტყდება ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა სატელეფონო ცენტრის ოპერატორის, რომელიც რეალურად არაფერ შუაშია, მაგრამ რომელს გვიფიქრია ამაზე?
  • აქეთ გვირეკავს კომპანია და გვთავაზობს პროდუქტებს/სერვისს – ამას ისევ სატელეფონო ცენტრის ოპერატორი აკეთებს, რომელსაც ასევე აგრესიულად ვიშორებთ;
  • შეიძლება სატელეფონო ცენტრის ოპერატორს ვაგინოთ (განსაკუთრებით გოგონებთან ვართ სამმაგად გაბედულები) ის კი – იმავეთი ვერ გვიპასუხებს, რადგან ჩვენც ჩახვეული გვაქვს ბანალური გამოთქმა ”კლიენტ ვსეგდა პრავ” და ამაყად ვაგრძელებთ ადამიანის დამცირებას, რომლის ემოციაც საერთოდ არ გვაინტერესებს!
  1. მიმტანი, როცა:
  • აგვიანებს კერძი;
  • არ მოგვწონს, რაც მოგვიტანა;
  • არ მოდის დროულად, შეკვეთის მისაღებად;
  • თეფშს არ გვიცვლის – ცუდი მომსახურებაა, გვიცვლის და ჯერ ხომ ერთი ლუკმა დაგვრჩა და სად მიაქვს…
  • მაგიდა ბოლომდე არ არის გადაწმენდილი;
  • ფასები რატომ გააძვირეთ და ა.შ.

და ბოლოს, დიდი ალბათობით კომენტარებში დაიწყება მიმოხილვა, თუ როგორი ცუდი სერვისია საქართველოში, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი პრეტენზიულობიდან გამომდინარეობს, ანუ რასაც გავცემთ, იმასვე ვიღებთ.
შევიდეთ ამ ადამიანების მდგომარეობაში, გავუღიმოთ ჩვენც და ისინიც უმეტეს შემთხვევაში ღიმილითვე გვიპასუხებენ, ხანდახან უნდა გასცე, რომ სანაცვლოდაც იგივე მიიღო.
ვუსურვებ ხუთივე პოზიციას – ბევრად უფრო შეგნებულ მომხმარებლებს და შესაბამისად – უკეთეს სამუშაო პირობებს.