პარიზულმა თავგადასავალმა გიჟ ფელისასთან, რომელმაც ჩემში ყველა მიძინებული ემოცია გააღვიძა, რაღაცნაირ დანაკლისში დამტოვა, არა და წინ კიდევ სამი დღე მქონდა. სახლიდან ავიბარგე და გადავწყვიტე სხვა სახლში გადასვლა, მასპინძელის მისამართი და ტელეფონი ფურცელზე ამოვიწერე (ტელეფონი მალე დამიჯდებოდა) და გზას გავუყევი.
Falguièrimages (1)e-ს ქუჩას მარტივად მივაგენი, სახლსაც, მაგრამ რატომღაც სულ სხვა სახლი დამხვდა და კარსაც არავინ მიღებდა. სიგარეტს მოვუკიდე, ჩანთა დავდე და დაბნეულმა დავიწყე წინ და უკან სიარული. მალე დაბნელდებოდა, მე კიდევ აშკარად „გადამაგდეს“, თან ტელეფონითაც ვერ მერეკებოდა.
სწორედ ამ მძიმე წუთებში, ჩემ წინ ქუჩაზე ნელი ნაბიჯებით მომავალი, 35-40 წლამდე, წაბლისფერთმიანი ქალბატონი შევნიშნე და სასოწარკვეთილი მზერა მივაგებე. გამიღიმა, როცა მომიახლოვდა ჩემ წინ გაჩერდა და დახმარება შემომთავაზა. აღმოჩნდა, რომ მე Falguière-ს ქუჩა კი არა Falguière-ს ჩიხი მჭირდებოდა, გადაწყვიტა ბოლომდე დამხმარებოდა და სახლამდე მიმაცილა.

გზად ერთმანეთი გავიცანით, ბანკირი იყო, პოზიციიდან მხოლოდ „ოფიცერს“ მოვკარი ყური და მივხვდი, რომ დაბალი რანგის თანამშრომელი იყო. გამიხარდა, რომ ეს უემოციო ქალში ერთი საერთო მაინც ვიპოვე. – მეც 5.5 წელი ვიმუშავე ბანკში და ძალიან მიყვარს ეს სფერო – ვუთხარი და თემა გავაღრმავეთ.
მეორე დღეს ვერსალის სასახლეში ვაპირებდი წასვლას, მითხრა, რომ ეცალა და თუ მინდოდა – გამომყვებოდა. დავთანხმდი, ბუნებრივია.
სახლში შესული არ ვიყავი, რომ „ვოთსაფში“ მისი წერილი დამხვდა: არ დაიგვიანო, 8 საათზე დაგელოდები, სადაც დავემშვიდობეთ იმ ადგილას. ვერ მივხვდი, ფლირტი იყო, თუ უბრალო კეთილშობილება.
დილაც მალე მოვიდა, 5 წუთი დამაგვიანდა, ის იდგა და მელოდებოდა. შევათვალიერე.
წაბლისფერი თმა შეკრული ჰქონდა, ლურჯი ჯინსი და ღია ფერის მაისურზე დუტის ქურთუკი ჰქონდა გადმოცმული, ფეხზე ნახევრად სპორტული ფეხსაცმელი და სახეც – სრულიად უმაკიაჟოდ.
ოდნავ მაინც მოწესრიგებულიყო – გავიფიქრე და ფელისას შევადარე, უკვე მეორე ქალი იყო, რომელიც ქუჩაშიც ისე მოძრაობდა, როგორიც დილით საწოლიდან ადგა…
რაღაცნაირად აქტიურ და მხიარულ ხასიათზე ვიყავი, თან დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა ამ ქალში ახალგაზრდა გოგონა გამეღვიძებინა, თუმცა ამის მეც არ მჯეროდა. მეტროში ჩავედით და ვერსალის სასახლისკენ გავეშურეთ. ვერსალთან უზარმაზარი რიგი იდგა…
მხოლოდ ახლაღა ვკითხე სახელი, ანაბელი ერქვა… როგორ არ უხდება ამ სახელს – გავიფიქრე და შემრცხვა ჩემივე ფიქრების, იმდენად პოზიტიური სახით მიყურებდა.
ამის შემდეგ კი დაიწყო ჩემი სრული სიგიჟე, გადავწყვიტე ანაბელი მოთმინებიდან გამომეყვანა და მასში ემოციური ქალი გამეღვიძებინა:

  • ჯერ იყო და შევიპარეთ ურიგოდ და ფეხებზე დავიკიდეთ რიგში მდგომი სხვა ხალხის ლანძღვა-გინება;
  • მერე, ერთერთ ოთახში დიდი საწოლის დანახვაზე ხმამაღლა აღმომხდა, რომ ამხელა საწოლზე ლუის იდეალური სექსი ექნებოდა, ყველამ მე შემომხედა, ანაბელი სირცხვილისგან ლამის გამექცა…
  • მერე შევედით ბელგიური ვაფლის კაფეში, სადაც ათივე თითი ჩავავლე და ჭამისას მთელი სახე მოვისვარე…
  • ველური ბიჭი ხარ – პირველად გადაიხარხარა ანაბელმა, – მთელი ცხვირ-პირით ჭამ!
  • შენც ველური გოგო ხარ – გამეცინა მეც და ვაფლი პირში ჩავტენე, ისიც დაისვარა.
  • იდიოტო! – შეჰკივლა და დასაბანად გაიქცა

გავეკიდე: მოეშვი, სამსახურში არ ხარ – ვუთხარი სიცილით. ქალების ტუალეტში მეც შევყევი, უკნიდან ხელები შემოვხვიე და მასთან ერთად დავიბანე. – დაცვა დაგიჭერს – მეუბნებოდა შეშინებული.
ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ცნობილი ადამიანების სასაფლაოზე წავსულიყავით, მოვინახულეთ ჯიმ მორისონის, მარია კალასის, ბალზაკის და სხვა ცნობილი ადამიანების საფლავები, ანაბელი მორჩილად დამყვებოდა, თან მწერლებზე ვსაუბრობდით, მომეწონა, რომ საკმაოდ ნაკითხი იყო.
მერე მულენ რუჟი ვნახეთ, უკანა გზაზე უამრავი „საროსკიპო“ იყო, სადაც ქუჩაში მდგომი „გაყიდვების აგენტები“ ლამის ძალადობით მიმათრევდნენ შიგნით.

  • მაგარი ქალები!! გინდა? – მომვარდა ერთი მუქკანიანი და ხელით ჩემი შიგნით შეთრევა სცადა.
  • არ მჭირდება თქვენი მეძავები, ვერ ხედავ, რომ ჩემ მეძავთან ერთად ვარ?! – ვუთხარი და ხელი გავაშვებინე.
  • იდიოტო! – მსუბუქად დამარტყა ხელზე ანაბელმა და სწრაფი ნაბიჯებით გამეცალა, გავეკიდე…

981574_4969593364554_1765700400_o
მთელი დღე ერთად გავატარეთ, ზედმეტად გავშინაურდი. რამდენჯერმე გამაფრთხილა, რომ წესიერად მოვქცეულიყავი, რის შემდეგად ორმაგი ენთუზიაზმით ვჩქმეტდი… შანზელიზეზე გავედით…

  • შენ და ლექტორი? ან მენეჯერი? ასეთი არასერიოზული? – მომახალა გამომწვევად ანაბელმა და ტუჩები დაებერა.
  • ძლივს შენში სექსუალური ქალი გავაღვიძე – გამეცინა და თმის სამაგრი მოვაძრე, მერე თმა გავუჩეჩე. აი ესე. -ააჰ მოიცა – გამიელვა კიდევ ერთმა აზრმა, ხელი ჩავავლე და წავიყვანე. – სად მიმარბენინებ? – უკვირდა ანაბელს.
  • ახლავე ნახავ, მოვედით. ანაბელი პარფიუმერიის მაღაზიაში შევიყვანე…
  • აი ახლა გახდები კიდევ უფრო ლამაზი გოგო, შეიღებე…
  • ანაბელი ლამის ვაიძულე ტუჩები, თვალები და სახე შეეღება, გაშლილი თმაც ძალიან მოუხდა.
  • ჩემი მომხიბლველი გოგო ხარ! – შევძახე აღტაცებით… მაგრამ ეს ყველაფერი არ არის… კრეატივის მოზღვავება მქონდა.
  • H&M-ში გადავედით და ნაჭრის, თეთრი ამოღებული მაისური ვუყიდე, იქვე გამოიცვალა და აი ახლა უკვე მართლა საკმაოდ ლამაზი იყო. თანხა მე გადავიხადე, რაც გააპროტესტა.
  • მე შენზე მეტი ფული მაქვს! შენ როცა გამდიდრები შენ მიყიდი – ვუთხარი თავდაჯერებულმა. ანაბელმა უცნაურად გადაიხარხარა, გამიკვირდა, მაგრამ არაფერი ვთქვი. თან აშკარად ბედნიერი ჩანდა, მივხვდი, რომ თვითონაც მოეწონა საკუთარი „რებრენდინგი“.
  • ახლა კი, რაკი ასეთი ლამაზი ხარ, შოკოლადზე გეპატიჟები… გამეცინა.
  • ძალიან ძვირია! – გააპროტესტა ანაბელმა…
  • არც ისე – ვუთხარი ღიმილით და შანზელიზედან 10-15 წუთის სავალზე, ფეხით გადავედით ვიწრო ქუჩებზე, რომელიც ძალიან ჰგავდა ბრიუსელს, შოკოლადის ბევრი მაღაზიით. თითქმის 10-მდე მაღაზიაში შევიყვანე დეგუსტაციაზე, ყველანაირი შოკოლადი „გავსინჯეთ“.
  • რა სირცხვილია, ვინმე თანამშრომელმა რომ მნახოს! – იცინოდა ანაბელი და აშკარად მოსწონდა ეს მდგომარეობა.
  • სმა გიყვარს? გამიელვა უცებ. – ალბათ არასდროს დაგილევია.
  • იშვიათად ვსვამ – მიპასუხა მან და ზუსტად 15 წუთში უკვე ბარში ვიყავით.

მთვრალი ანაბელი ძალიან სასაცილო იყო. ენერგიულ, ცოცხალ მუსიკაზე ვცეკვავდით, იმდენ ხანს ვატრიალე, ბოლოს ლამის ხელებში ჩამაკვდა… გარეთ გავედით, მე მოსაწევად, ის ჩემთან…

  • ხუთი წლის სიცოცხლე მომემატა! – გაეცინა და ხელზე ხელი ჩამკიდა. – თავი პატარა გოგო მგონია!
  • ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, სამი ამდენი კიდევ მოგემატება.
  • ჩემთან დარჩი – ჩაილაპარაკა უცებ, მეგონა მომესმა…

ღამე იყო, როცა ხმამაღალი სიმღერით ქუჩაში გამოვვარდით. მე ხმამაღლა ვმღეროდი, ის პირზე ხელს მაფარებდა და თან ბედნიერეად კისკისებდა, ყოველ აფარებაზე ვკბენდი. მეტროს და ფეხით სავალი გზის ჩათვლით სახლში 40 წუთში მივედით… სასახლეში ცხოვრობდა, გამიკვირდა… გზად გამაფრთხილა, რომ მასთან დარჩენა არაფერს ნიშნავდა და „წესიერად უნდა მოვქცეულიყავი“…

  • დილით ალბათ მთხოვს, რომ „არ გავუბაზრო“ – გავიფიქრე და გამეცინა. მერე ისევ გაიღვიძა ჩემში მთვრალმა აჟიტირებამ და ანაბელი ხელში აყვანილი მივარბენინე სადარბაზომდე. – წაიქცევი – მიყვიროდა ანაბელი და თან იცინოდა. მართლაც წავბორძიკდი და ასფალტზე დავენარცხეთ. ის ჩემ ხელებზე, მე ხელი გადავიტყავე…
  • ეგრე მოგიხდება, სულელო ბიჭო! დამტუქსა ანაბელმა თბილი მზერით და მერე დამწუხრებული სახით მომეფერა გადატყავებულ მარცხენა ხელზე… სახლში შევედით.
  • აბაზანაში შევალ, დიდი ხნით მიყვარს ყოფნა, არ მოიწყინო – გამიღიმა მან.

paris 1
ახალი იდეები მომივიდა. ფანჯრები სრულად გამოვაღე და ოთახში მომენტალურად შემოიჭრა სიცივე, 5-10 წუთში სახლი ფაქტიურად გაიყიდა. გავიხადე და მის საწოლში შევწექი, საბანი თავზე გადავიფარე და შუქი ჩავაქრე.
ზუსტად 25 წუთში გამოვიდა და შეჰკივლა: როგორ ცივა, სად ჯანდაბაში ხარ?
ანაბელმა შუქი აანთო, მე საბანი წელამდე გადავიხადე: საწოლი გაგითბე – ვუპასუხე ხმადაბლა, გულწრფელი ბავშვის მზერით…
გაეცინა, თმა გაიშრო და დაწვა…

  • გაყინული ხარ, შენ როგორ უნდა გამათბო! – შეჰკივლა სიცილით…
  • არ ვიცი, შენ გააქვს რამე იდეა? …

დილით ადრე გამეღვიძა, ფეხაკრებით ავდექი. მაცივარში ყველი, ლორი, კვერცხი და ჩემი უსაყვარლესი, იტალიური Barilla-ს მაკარონი იყო, რომელმაც რომაულ, რომანტიულ განწყობაზე დამაყენა და მომენტალურად მომშვიდა. გადავწყვიტე სპაგეტი მომემზადებინა. გემრიელმა სურნელმა გააღვიძა. თვალები ბედნიერად უციმციმებდა და საერთოდ არ ჰგავდა იმ ანაბელს, წინა დილით რომ შემხვდა ქუჩაში.

  • შიშველი ნუ დადიხარ, გაცივდები! – მითხრა მზრუნველად და თან ოდნავ დატუქსვის ტონით
  • სამაგიეროდ შენ იქნები თბილად – ადექი და მივირთვათ…

ანაბელს ჩემი მომზადებული საუზმე ძალიან მოეწონა… მე კი მთლიანად, ეს გარემო და ჩემ მიერ გაცოცხლებული  ქალი მომწონდა, უზომოდ…
ჩემი ბოლო დღე იყო პარიზში… სამი საათი იქნებოდა, როცა ჩანთა ჩავალაგე, აეროპორტის გზაც მაჩვენა და სევდიანი თვალები შემომანათა:

  • მომენატრები ჩემო სმარტ ბოი!
  • მეც, ჩემო პატარა გოგო – კიდევ ერთხელ ჩავეხუტე და გზას გავუდექი, თან ფეხები უკან მრჩებოდა.

თბილისში ჩამოვედი. როგორც ყოველთვის პირველი დღეები, სანამ ჩვეულ ცხოვრებას შევეგუებოდი, დეპრესიული იყო. ჩამოსვლის დღესვე მომწერა ანაბელმა „ვოთსაპში“, რომ უკვე ვენატრებოდი. მეც მენატრებოდა… ხან მობილურზე მწერდა, ხან მეილზე და უცებ თვალში მისი ხელმოწერა მომხვდა: Chief Risk Officer – ტოპ მენეჯმენტი, ბანკის?
ამას კი არ ველოდი, ოფიცერი როცა მომესმა, დავიჯერე, რომ ბანკის დამწყები პოზიციის თანამშრომელი იყო, ეს კიდევ… აი რატომ ჰქონდა ასეთი სახლი, მაგრამ… დავიბენი…
გამეცინა, მაისურის ყიდვის სცენაზე და ჩემ სიტყვებზე: მე შენზე მეტი ფული მაქვს, ოდესმე შენც მიყიდი, მასთან შედარებით თავს პატარა, სტუდენტ ბიჭად ვგრძნობდი…
ოქტომბერი იყო, ანუ მაისიდან 5 თვემდე გასული, როცა მობილურზე მომწერა და ჩემი მისამართი მთხოვა, თან ამიხსნა, რომ მის ფრანგ მეგობარს საჩუქარი გამოატანა.
ძალიან გამიხარდა და მივწერე. ერთ საათში დამირეკა: გადი, გელოდება… გავედი…
და თვალებს არ დავუჯერე! ჩემ წინ ანაბელი იდგა, ჰო, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, იგივე პლეხანოვზე, ჩემ წინ, ჩემ წინ!!!

  • ვერ გავძელი უშენოდ და ჩამოვედი… გამიღიმა ბედნიერი, მაგრამ დაღლილი სახით.

გადავეხვიე  და  ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რაც ჩემს თავს ხდებოდა. ფრანგული თავგადასავლები ქართულს უნდა ჩაენაცვლებინა და მე უზომოდ ბედნიერი ვიყავი! მაგრამ… აქ იყო ერთი, ძალიან დიდი “მაგრამ”… ცხოვრება ძალიან დიდ სიურპრიზს გვიმზადებდა… (გაგრძელება იქნება)