კოპენგაჰენიდან ოსლომდე 4-5 საათია, მიდის კომფორტული ავტობუსი, მთელი თავისი, ჩვენი ქვეყნისთვის უჩვეულო მახასიათებლებით, კერძოდ:

  • ავტობუსში შეგიძლია მიირთვა ყავა და მძღოლთან ერთად გვხვდება გამცილებელი გოგონაც;
  • მარტივად შეგიძლია იპოვო “ჩარჯერი” და ასევე დაიჭირო Wifi
  • და მთავარი: როცა ბილეთზე გიწერია, რომ ავტობუსი მოვა 19:47 წუთზე, ზუსტად დათქმულ დროს მოდის, არც მეტი, არც ნაკლები, მიუხედავად იმისა, რომ შუქნიშნიან და “ტრაფიკიან” გზებზე მოძრაობს…

ოსლოში გამთენიისას ჩავედი, როცა ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს, ქუჩაში მხოლოდ ბომჟები და ქუჩების დამლაგებლები გვხვდებიან და შეგიძლია შეიგრძნო ცარიელი, ხალხით შეულამაზებელი ქუჩების ხიბლი…
Image
პირველივე შემხვედრი, სასიამოვნო გარეგნობის მულატი გოგონა აღმოჩნდა, რომელიც პირდაპირ მომეახლა და შემომთავაზა “nice time” 🙂 მარტივად მივხვდი, რაც შეეძლო ეგულისხმა, მაგრამ მაინც ბოლომდე მოვისმინე მისი “პრეზენტაცია”.
გამახსენდა ჩემი ღამეული ვოიაჟი დუბაის კლუბში, როცა შესვლისთანავე ათამდე მომხიბლველი გოგონა ჩემკენ მოტრიალდა და თვალებით, ღიმილით და სხვა მეთოდებით “შებმა” დამიწყო. წამიერად თავი დუბაის ყველაზე სიმპატიურ ბიჭად ვიგრძენი, სანამ ერთერთს არ ავყევი ფლირტში, არ მივუახლოვდი და შესაბამისი ტარიფი (საათობრივი გასამრჯელო) არ მომახალა…
დავუბრუნდეთ პატარა და მდიდარ ოსლოს, სადაც ბურგერ კინგში მოკრძალებული კვება 25 ევრომდე გიჯდება, ხოლო მეტროთი ერთჯერადი მგზავრობა 5 ევრომდე. და მაინც, ყველაფერი ძალიან ლამაზი, გემოვნებიანი და მდიდრულია.
ნელნელა ქალაქმა გაიღვიძა, ქუჩები ხალხით გაივსო და ფაქტიურად იგივე ქუჩები ვერც ვიცანი.
Image
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრიორიტეტული რიგითობა კოპენჰაგენი-სტოკჰოლმი-ოსლოა, თამამად შემიძლია სამივე ქალაქი ჩემ must be back ლისტს დავამატო.
და არანაკლებ მთავარი თემა, ოსლოდან კატოვიცში გადაფრენა 25 ევრო ღირს, Wizzair-ის კომფორტული, ვარდისფერი თვითმფრინავით…
ხალხი ოსლოშიც არანაკლებ ლამაზია, მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, მაგრამ ამ მხრივ შვედებს ვერავინ შეედრება ჩემი სუბიექტური შეხედულებით. თუმცა ჩემი თანამგზავრი რუსი გოგონა გახდა, რომლის იდენტიფიცირებაც როგორც ყოველთვის ძალიან მარტივი იყო, შეკითხვით Do you speak English და პასუხად ჟრუანტელისმომგვრელი “ლიტლბიტ”-ით, ამ მხრივ სლავებს, განსაკუთრებით კი რუსებს და უკრაინელებს ვერავინ გაუწევს კონკურენციას!
და ბოლოს, ეცადეთ ზამთრის თვეს არ დაამთხვიოთ და სკანდინავიის ნახვის გარეშე ევროპას დათვალიერებულად ნუ ჩათვლით, თუ ამ ადგილებში ჯერ არ ყოფილხართ – ჩათვალეთ ყველაფერი წინ გაქვთ!..