საღამოს ცხრა თუ ათი საათი იქნებოდა, როცა სპორტულად აღვიჭურვე და გერმანელ მეგობარს კარის დაკეტვა ვთხოვე, ერთი საათით სარბენად გავდიოდი. ზუსტად 5 წუთში უკან შემოვვარდი, კოკისპირული წვიმის გამო, რომელმაც არა და არ გადაიღო. ჩვენც გამოვიტანეთ რაც კი საკვები იგრედიენტი მომეპოვებოდა სახლში და სქესთა შორის კულინარული შეჯიბრი მოვაწყეთ. ორ დღიანი ღამისთევის შემდეგ, პირველ საათზე მკვდარვით ჩამეძინა.
ღამის ხუთი საათი იქნებოდა, როცა დედაჩემის ზარმა გამაღვიძა. მივხვდი, რომ რაღაც კარგი არ ხდებოდა, დავამშვიდე, რომ მეძინა, მერე ქვემოდან მარტინას სუნთქვაც შემომესმა და მივხვდი, რომ არ დავტბორილვართ. ძილი გავაგრძელე.
stiqia
დილით ფეისბუქი გავხსენი ტელეფონით, საწოლიდანვე და სწორედ მაშინ დაიწყო სრული მარაზმი! ფრენდების აზრი რამდენიმე ნაწილად იყო გაყოფილი:

  1. ერთნი სტიქიურ მოვლენას პოლიტიკური ნიშნით იყენებდნენ, ზოგი თვლიდა, რომ მიშა რომ ყოფილიყო წვიმა არ წამოვიდოდა, ზოგი სანიაღვრე მილების გაუწმენდაობას აბრალებდა და მერს გადადგომისკენ მოუწოდებდა, ზოგიც ახალი გზის აშენებას ადანაშაულებდა ყველაფერში, მოკლედ…
  2. მეორე ნაწილი ისტერიულად მოთქვამდა ცხოველებზე და არც კი აინტერესებდა ამ დროს როგორ იყვნენ ადამიანები;
  3. მესამეები – აკრიტიკებდნენ ცხოველების დამცველებს და მათ უგულო არსებებად მოიხსენიებდნენ, რაკი ადამიანები ფეხებზე ეკიდათ
  4. მეოთხეები – წერდნენ მათი „მისაბაძი“ ადამიანების ინსპირაციით სტატუსებს, რაც კომენტარებშივე ეტყობოდათ – საერთოდ ვერ იცავდნენ საკუთარ პოზიციას და ვერც ხვდებოდი, რა მიზნით დაწერა სტატუსი.
  5. ყველაზე საშინელება – მდარე იუმორის ზეიმი და ამ ყველაფერზე ხუმრობა, უნიჭო ფრაზების და ფოტოების შექმნა და ხარხარი!

მოკლედ შევეხები ამ ყველაფერს:

  • სანამ ცხოველების დახოცვას გააპროტესტებთ, იკითხეთ მაინც, იქნებ ვინმეს თავს დაესხნენ და აქვე, მიპასუხეთ თქვენ ამ დროს როგორ მოიქცეოდით?
  • როცა ადამიანებს აკრიტიკებთ ცხოველებზე მწუხარების გამოთქმისთვის, ის, რომ ვწუხვართ ცხოველებზე, რატომ გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ ადამიანები ფეხებზე გვკიდია? და მაინც, მხოლოდ ცხოველებზე ჩაციკლულო ადამიანებო, პრიორიტეტებთან ხომ კარგად ხართ? იცით, რომ ადამიანები დაიღუპნენ გუშინ? იცით აშკარად. არ მგონია ამას მეტი ახსნა სჭირდებოდეს.
  • ამ ბრტყელი სტატუსების წერას და ზოგადსაკაცობრიო მწუხარებას, იქნებ ჯერ ის ადამიანები მოგეკითხეთ, ხომ ცოცხლები ვართ – ვინც პირველ და მეორე სართულებზე ვცხოვრობთ?
  • ვინ გასწავლათ, ან სად წაიკითხეთ (თუ იცით კითხვა საერთოდ), რომ ტრაგედიაზე „ღადაობა“ პროგრესულობის მწვერვალზე ყოფნის გამოვლინებაა?! გარწმუნებთ, ეს არ არის შავი იუმორი, ეს არის თვითდამკვიდრების მდარე მცდელობა, რომელიც მიზანს ვერასდროს მიაღწევს!
  • კლავიატურასთან მსხომო ვაჟკაცებო, თუ ასე შეგტკივათ გული ამ ყველაფერზე, იქნებ ერთი ადგილი აგეწიათ, ან ისევ ამავე კლავიატურის მეშვეობით, სიმბოლურად მაინც გეკითხათ – რით შეგიძლიათ დაზარალებულების დახმარება, ნაცვლად აქ ქოთქოთისა?

stiqia2
მორალი:

  1. სხვა სხვის ომში ბრძენია
  2. საქართველოში ყველა გენიოსია, მათ მთავრობაზე უკეთ იციან როგორ უნდა მოიქცნენ.
  3. აქართველო ჰუმანურია, ძაღლების თავშესაფარზე პირველ რიგში წუხილი და მერე გახსენება, რომ ადამიანებიც არსებობენ – თანამედროვე ტენდენციაა. აქ არ მივიღებ არგუმენტად, რომ ადამიანები უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ და ცხოველებს ხოცავენ, თუმცა ზემოთ ამაზეც მქონდა არგუმენტი.
  4. ნაცვლად საკუთარი წვლილის შეტანისა, მარტივია სხვების კრიტიკა
  5. „ყველაფერი რაც ხდება, ნარმანიას ბრალია, ან მიშას ბრალია და არ არსებობს სხვა ობიექტური ფაქტორები“
  6. გუგლიდან აღებული ცხოველების ფოტოები აღარ არის საინტერესო და არც კრეატიული, მესმის, რომ მსგავსი შემთხვევები, თქვენთვის აზრის დაფიქსირების და საზოგადოებაში გარევის იშვიათი შესაძლებლობაა, თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანებისგან ციტირებული თუ პერიფრაზით გამოტანილი სტატუსებით, მაგრამ ოდნავ ტვინსაც თუ დააყოლებთ – არ იქნება ურიგო, შესაძლებლობების ფარგლებში რა თქმა უნდა, მწყერის ხეზე შეჯდომის ილუზია თქვენგან ნამდვილად არ გვაქვს…

ანალიტიკას და საკითხის სიღმისეულ შესწავლას ნუღარ ელით, ჩემი წუთიერი ემოციის შედეგად დაწერილი ბლოგ პოსტისგან, უბრალოდ ოდნავ გამოფხიზლდით, მერე აწიეთ საჯდომები და დავეხმაროთ დაზარალებულებს, გავიგეთ, რომ კლავიატურასთან ყველანი რაინდები ხართ, ჰოდა გამორთეთ კომპიუტერები და საქმით დაამტკიცეთ თქვენი „გულისტკივილი“!
პ.ს. რაც შეეხება, ქუჩაში მოსეირნე ლომის ფოტოს, რომელიც ასე ისტერიულად აიტაცეთ, შეგეძლოთ მარტივად “დაგესერჩათ” გუგლში, ფოტო-სერჩის მეშვეობით და ნახავდით, რომ ქართული უნიჭო საიტების მიერ დადგმული მორიგი იაფფასიანი ხრიკია რეიტინგის მოსაპოვებლად, თუ მაინც ვერ მიხვდით, როგორ მოძებნოთ, ვდებ ლინკს, სადაც ნახავთ, რომ გუშინდელამდე გაცილებით დიდი ხნის წინ არსებობდა ეს ფოტო და არც საქართველოშია გადაღებული!
The end!
http://www.sacrs.org.za/indaba5/pictures/AB_Lion_night_drive_web.jpg