1. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში ამ ავია კომპანიას ფაქტობრივად „არ ჰყავს პატრონი“. გასა თავის თავს „სავაჭრო წარმომადგენელს“ უწოდებს, შესაბამისად, არ ეხება არც ბარგი, არც გადადებული ფრენები, ა.შ. შე კაი ადამიანო, როცა ყიდი ბილეთებს და ფულს იღებ, ხომ გეხება მაშინ? და ფრენა თუ მიუქმდება და ამით პრობლემა მექმნება, რატომ უნდა მივმართო პირდაპირ თურქეთს? ან რა შუაშია საიტზე ვყიდულობ ბილეთებს, თუ ოფისში მისვლით, წარმომადგენელი განმიმარტეთ ვინმემ რას ნიშნავს?! იგივე გასა და აეროპორტი გამისამართებს დაზღვევასთან, რეალურად, სადაზღვევო კომპანიას ნებისმიერი ავია კომპანიის შემთხვევაში, მე თვითონ მივმართავდი და სულაც არ იქნებოდა კომპენსაცია ჩემთვის ის, რომ ჩემი ნივთების სანაცვლოდ, კილოგრამებზე გადამრავლებულ რაღაც დოლარებს ჩამირიცხავდნენ. თან ეს “კომფორტი” გასასთან, დაახლ. 20-30 ევრო ჯდება, ანუ მეტი უნდა გადაიხადო მხოლოდ იმიტომ, რომ თუ რამე პრობლემა შეგექმნება, გასა მიწერს თქვენს ნაცვლად თურქეთს, უკაცრავად და ჩვენც ვიცით მეილის გამოყენება და საერთაშორისო ზარის განხორციელებაც.
  1. ერთ საათზე მეტი ვიდექით რიგში უაზროდ და სანამ არ მივედით და არ ვკითხეთ თანამშრომელს, რა ხდებოდა, მანამდე არავინ გვითხრა, რომ ფრენა მინიმუმ 2 საათით გადაიდო და შეგვიძლია გავისეირნოთ სადაც გვინდა – ანუ თვლიან, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და უკვირთ, როცა პრეტენზიას გამოვთქვამთ;
  2. ბოდიშიც კი არავის მოუხდია, როცა რეალურად იყო შემდეგ სიტუაცია: ბარსელონადან მივფრინავდით სტამბულში და სტამბულიდან ქუთაისში, სტამბულში, თვითმფრინავის შესაცვლელად გვქონდა მხოლოდ 1 საათი, შესაბამისად, ეს ნიშნავდა იმას, რომ ორ საათიანი დაგვიანების შემდეგ, ჩვენი რეისი უკვე გაფრენილი დაგვხვდებოდა, ხოლო უკან გამოვფრინდებოდით როცა იქნებოდა რეისი ქუთაისში, მაგალითად ზეგ და ამას ძალიან მშვიდი სახით გვიხსნიდნენ, კომპენსაციაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.
  3. მომსახურება საშინელი – ავედი თვითმფრინავში და წყალს ვითხოვ, ჩამოვატარებთ 15-20 წუთში და დალევო, ვეუბნები, რომ ახლა მწყურია, გავიდა და სანამ არ ჩამოატარეს, წყალი ვერ დავლიე.
  4. ინგლისურის ცოდნა – იმდენად დამტვრეული ინგლისურით საუბრობენ, არამხოლოდ პეგასუსის წარმომადგენლები, არამედ სრულიად საბიჰა გოკჩენის აეროპორტი, რომ უცებ რამე პრობლემა რომ შეგექმნას, შეიძლება ვერც გააგებინო, დრო დაკარგო და ყველაფერი გააფუჭო.
  5. გადადებული რეისები – ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამჯერ ვიმგზავრე პეგასუსით და არცერთი რეისი დროულად არ გასულა. ჩემთვის რეალურად პრობლემაა, როცა ადგილზე ვეუბნები ჩაფრენის დროს, მხვდებიან და ორი საათი უნდა მელოდონ, ან თბილისში, როცა დილით ჩამოვდივარ და იმავე დილით სამსახური მაქვს, ამ ყველაფერს საბიჰას აეროპორტის ტრაფიკს აბრალებენ, მაგრამ თუ წინასწარ იცი ეგ ამბავი, დანიშნე ფრენა ორი საათით გვიან და ვიცოდეთ ჩვენც!
  6. ვიწრო სკამები – დაახლოებით 170 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს შენი სიმაღლე, ფეხები რომ ნორმალურად დაალაგო და დაისვენო. პეგაუსის თვითმფრინავები არის ერთადერთი, სადაც ვერ მძინავს, სხვაგან ყველგან – აფრენისთანავე მეძინება და არ არის მხოლოდ ჩემი მაგალითით გამოყვანილი შედეგი, ჩემი მეგობრების უმრავლსობას, იგივე პრობლემა აქვს.
  7. ფასი – არც ისე იაფი! ნურავინ მეტყვის, რომ ეს ყველაფერი უნდა ავიტანოთ ფასის გამო, პეგასუსზე გაცილებით იაფია ვიზეარი, რაინეარი, ვუელინგი, სფირით ეალაინსი, უკრაინულ ავიახაზებს მსგავსი ფასები აქვთ, ხანდახან თურქიშსაც მსგავსი ტარიფი აქვს, მაშინ რატომ პეგასუსი? გაქვთ ვინმეს რამე ახსნა? თან როცა ზემოთ ჩამოთვლილების რეისების უმრავლესობა პირდაპირია, ხოლო პეგასუსს აუცილებელი წესით აქვს გადაჯდომა სტამბულში, საშინელ საბიჰაში.
  8. აეროპორტები – ძირითადად, ჩადის ხოლმე შედარებით შორეულ და ცუდ აეროპორტებში, საიდანაც თავის დაღწევის თანხას თუ დაამატებთ, პეგასუსი არც ისე იაფი გამოდის საბოლოო ჯამში, თან დრო ყველაზე დიდი ფულია!
  9. მოუწესრიგებელი საიტი – ფრენის შერჩევის შემდეგ, არ გინახავს თარიღებს, შესაბამისად ყველაფრის ახლიდან შევსება გიწევს, ზოგადადაც, ნაკლებად იუზერ ფრენდლი საიტი აქვთ.
  10. და კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: სიფრთხილე და უსაფრთხოება – უკვე ორჯერ მოხდა და ჩემმა ნაცნობებმაც აღნიშნეს, რომ დაჯდომისას – ბილიკს მთელი ძალით ეხეთქება, მეგონა ამოვყირავდებოდით, არ ვიცი, დაგვიანების გამო შეაწუხათ სინდისმა და იჩქარეს, თუ რამე სხვა მიზეზით, თუმცა ფაქტია, ძალიან შეგვეშინდა.
  11. თითქმის არცერთ შემთხვევაში, არ დგება აეროპორტთან და შენობამდე გიწევს ავტობუსით გადაადგილება, რაც დამღლელია, დამატებით დროს მოითხოვს და არაკომფორტულია, როცა მასზე გაცილებით იაფი ავია კომპანიები, პირდაპირ თვითმფრინავიდან გიშვებს აეროპორტში.pgs

რაც შეეხება ჩემს დაკარგულ ბარგს, ყველაზე კარგი ჩამკეტი ჰქონდა ჩემს, აწ უკვე დაკარგულ ჩემოდანს, სადაც მედო მანქანის და სახლის გასაღები (მკითხავთ მანქანის გასაღები რამ წაგაღებინაო – ერთერთ დანიშნულების ადგილამდე მივედი მანქანით, შესაბამისად, გასაღებს სხვაგან ვერ დავტოვებდი, თუმცა ეს არ არის პეგასუსის საქმე, ჩემს კუთვნილ ჩემოდანში, რასაც მომინდება იმას ჩავდებ, კანონის ფარგლებში!), შესაბამისად, ვარ უმანქანოდ და უსახლკაროდ, შერატონში რომ დავრჩე ყველა დღე ბარგის ჩამოსვლამდე და შემდეგ ინვოისები გავუგზავნო, ხომ იქნებიან ღირსები, მგზავრობის თანხა ერთი-ორად ამოვიღო?
მე პირადად, პეგასუსის ფრენა ავიღე მხოლოდ იმიტომ, რომ გვიან მომიწია შეძენა და ჩავთვალე, რომ ეს დისკომფორტი მიღირდა, შედარებით ნაკლები თანხის გადახდის სანაცვლოდ, თუმცა ეს იყო მხოლოდ იმ კონკრეტულ პერიოდში, სხვა შემთხვევებში, გირჩევთ უფრო დეტალურად მოძებნოთ ავია კომპანიები და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ხოლო პეგასუსს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოთ.
პ.ს. კარგი ამბებიც აღსანიშნავია, მაგალითად: ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად ცდილობდენ ჩვენთვის პრობლემა მოეგვარებინათ (10-მდე მგზავრმა დავკარგეთ ბარგი), გასას თანამშრომელი ვინმე კეთილი და საყვარელი მელანო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მის მოვალეობებში არ შედიოდა, თავაზიანად ცდილობს დამეხმაროს მთელი დღეა და წერს თურქულ მხარეს, ისიც, რომ პეგასუსს აქვს ბილეთის ფასის დაჯავშნის სერვისი 1 ან 2 კვირით და ფასი გენახება, თუმცა ეს ყველაფერი – არაფერია იმ საშინელებასთან შედარებით, რასაც პეგასუსით მგზავრობა ჰქვია.
კარგი იქნება, თუ თქვენს მაგალითებსაც დაამატებთ.