ალბათ იშვიათად თუ დავკვირვებივართ, რომ სტერეოტიპების ნაწილი ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს და ამაში საკმაოდ დიდია ჩვენი საყვარელი ზღაპრების წვლილი. ერთი შეხედვით ლამაზი და ფერადი ისტორიები, თუმცა მეორე მხრივ საკმაოდ მიკერძოებული და ქვეცნობიერი უარყოფითი ემოციის მატარებელი. გადავავლოთ თვალი რამდენიმე მათგანს:
1.  დედინაცვალი – რატომღაც ყველა ზღაპრის დედინაცვალი/მამინაცვალი და შესაბამისად მის შვილები – ბოროტ პერსონაჟებად გვევლინება. მაგალითისთვის ავიღოთ „კონკიას ზღაპარი“, სადაც ბოროტი დედინაცვალი გოგონას ძალიან ცუდად ექცევა, ანალოგიური პერსონაჟებია დედინაცვლის ორივე ქალიშვილი, რაც ქვეცნობიერად გვიყალიბებს ნეგატიურ ემოციას. ამის შემდეგ გაგიკვირდებათ და ადრეულ ასაკში, დედინაცვალი, ან მამინაცვალი ოჯახში, ყოველთვის უარყოფითი და მტკივნეულია ბავშვისთვის.
Image
2.  უკიდურესობა – ბოროტი ადამიანი ყოველთვის კვდება ზღაპრის დასასრულს – იქნებ გვეფიქრა და ბავშვებისთვის გვესწავლებინა, რომ ბოროტი ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, დაიწყოს ცხოვრება თავიდან, ისწავლოს სიკეთის კეთება, ნაცვლად ცხენის ძუაზე გამობმის და დაგლეჯის, ან კოცონზე დაწვისა?
3.  სილამაზე და შური – თუ ლამაზი ხარ, ე.ი. ნაკლებად ლამაზებს შენი უნდა შურდეთ – ამის ნათელი მაგალითია ფიფქია და შვიდი ჯუჯას ზღაპარი, როცა დედოფალი გაიგებს, რომ ამქვეყნად არსებობს მასზე ლამაზი ქალი და მოწამლული ვაშლით მიდის მის მოსაშორებლად. შესაბამისად ეს იწვევს ბარიერის აღმართვას ბავშვებს შორის და ისინი ძირითადად ცდილობენ იმეგობრონ მათთან, ვინც მათსავით ლამაზია, რაკი ულამაზო ადამიანი ავტომატურად ბოროტია…
Image
4.  ქოსა – “ქოსა-ტყუილა”, ეს ადამიანები ყოველთვის უნდობლობას იწვევენ ზღაპრებში და გვასწავლიან, რომ ქოსა ადამიანს არასდროს უნდა ენდო. რეალურად კი, ამას მივყავართ დისკრიმინაციის კიდევ ერთი ფორმის ხელშეწყობისკენ. მართალია, ადრეულ ასაკში ქოსა ბავშვი არ არსებობს, თუმცა ბავშვებს უჩნდებათ ნეგატიური დამოკიდებულება „ქოსა უფროსების“ მიმართ, რაც ქვეცნობიერად მიჰყვებათ ბავშვობის შემდეგაც.
5.  ძალადობა
„ცულს მოვიტან ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა“
ან წითელქუდაში მგლის მიერ ბებიის შეჭმა – როდესაც ბავშვები ხშირად ხვდებიან ძალადობას ადრეულ ასაკში და ამას ერთგვარად თვალს აჩვევენ, ან თუნდაც ღელავენ საყვარელი პერსონაჟების გამო – რატომ გვიკვირს, რომ ხშირად ნერვული აშლილობა ბავშვობიდან იღებს სათავეს?
6. უსაქმურობა – რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ უსაქმური ნაცარქექიას დადებით პერსონაჟად გამოყვანა, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში ზის და ნაცარს ქექავს?
Image
7. ჩაგვრის დადებითად აღქმა – „ну погоди“ ან ყველასთვის საყვარელი ტომი და ჯერი – ყველა პერსონაჟი არის ტომის და მგლის წინააღმდეგ, შესაბამისად ბოლოს მარცხდებიან აღნიშნული ე.წ. უარყოფითი პერსონაჟები და ჩვენ კიდევ ეს ყველაფერი გვამხიარულებს, ისევე, როგორც ტომის წინააღმდეგ მიმართული ყველა: დიასახლისი, ჯერი, ჯერის მეგობრები, ძაღლი, იხვი და ა.შ.
8. „ქალი კუხნაში“ – ამის მაგალითია ფიფქია, ჯუჯებმა იმით შენიშნეს ოჯახში ქალის შემოსვლა, რომ ყველაფერი დალაგებული დახვდათ, მანამდე კი სიბინძურეში ცხოვრობდნენ, როცა რეალურად , მარტივად იყო შესაძლებელი კაცებს დაელაგებინათ სახლი და საკვებიც თავად მოემზადებინათ.
9. „ადამიანის და ცხოველის სიყვარულის ისტორია“  – ბაყაყად ქცეული პრინცი თუ „მზეთუნახავი და ურჩხული“ – ერთხელაც ბაყაყებთან კოცნით გართულ ბავშვებს თუ დაინახავთ, იცოდეთ, რომ ისინიც მის პრინცად/პრიცესად გადაქცევას ელიან და ეს ყველაფერი სწორედ ცუდად შერჩეული ზღაპრების დამსახურებაა.
Image
მორალი: იქნებ უფრო მეტად გავაკოტროლოთ, თუ რას ვუკითხავთ (ვაჩვენებთ) ჩვენ შვილებს და დავიცვათ ისინი, ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისგან?