5 ძირითადი შეცდომა, რომლებსაც ადამიანები უშვებენ ვარჯიშის დაწყებისას
მეოცე საუკუნის 70იანი წლებიდან , აშშ-მ მოახდინა ფიტნეს რევოლუცია და მას შემდეგ ფიტნესით დაკავებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ადამიანები ცდილობენ მიიღონ სხეულის უკეთესი ფორმები, გახდნენ უფრო სექსუალურები, ებრძოლონ ჭარბ წონას და გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა.
საბედნიეროდ ჩვენთან საქართველოშიც, დარბაზში მოსიარულე ადამიანების რიცხვი პროგრესირებს მუდმივად. უამრავი ადამიანი ახლა იწყებს ვარჯიშს ან ფიქრობს რომ დროა იზრუნოს საკუთარ თავზე და რაღაც შეცვალოს.
მაგრამ იქამდე სანამ ვისწალიდეთ თუ რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის, აუცილებელია ჯერ ვიცოდეთ რა „არ უნდა გავაკეთოთ“.
გთავაზობთ 5 ძირითად საკითხს, რაც ყველაზე ხშირად ეშლებათ ადამიანებს და რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ შედეგის მიღწევაში, დაგტოვოთ იმედგაცრუებულები და დაგიკარგოთ ვარჯიშის სურვილი.
- ვარჯიში თვითნებურად
როგორც ოკტოპუს ფიტნეს კლუბის მენეჯერი, ვაკეთებ, ვაკვირდები სტატისტიკებს და მინდა გითხრათ, რომ დარბაზში ახლადმოსული ადამიანების მხოლოდ 30% იყენებს ინსტრუქტორის კონსულტაციას (მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის უფასოა). ანუ 70% ადამიანების უშვებს ამ შეცდომას და ვარჯიშობს არასწორად. ზოგს მეგობარი „სენსეი“ ჰყავს, ზოგი 1 წლის წინ ვარჯიშობდა და ახსოვს, ზოგმა Youtube ან Google-ის ხმარება იცის და ზოგსაც უბრალოდ „უტყდება“. ეს ხომ ქართველების სენიცაა – „როგორ შეიძლება ვიღაცა ხეპრე ტრენერმა დარბაზში რამე მასწავლოს?“
დამერწმუნეთ, რომ ფიტნესი არ არის მარტივი, არც საშუალო სირთულის საგანი. ფიტნესი არის საკმაოდ რთული მეცნიერება, ანატომიის , ტრავმატოლოგიის, ფიზიოთერაპიის, ფარმაკოლოგიის, დიეტოლოგიის და კიდევ უამრავი სამედიცინო ცოდნის გაერთიანება ფიზიკურ აქტივობებთან.
ასე რომ მიმართეთ ინსტრუქტორს. თუ პირადი ტრენერის აყვანის საშუალება არ გაქვთ გამოიყენეთ აუცილებლად კონსულტაცია, შეადგენინეთ სავარჯიშო პროგრამა და არ მოგერიდოთ არაფრის კითხვა. ასე თქვენ დაზოგავთ დროს, ენერგიას, მიაღწევთ შედეგს და რაც ყველაზე მთავარია – აიცილებთ თავიდან ტრავმის მიღების რისკებს!
- კვების რაციონის მოუწესრიგბლობა
უამრავი ადამიანი წუწუნებს იმის გამო, რომ დიდი ხნის ვარჯიშის მიუხედავად არ აქვთ შედეგი. ხშირად არ არის გამოწვეული არასწორი ვარჯიშით, ძირითადი შეცდომა დაშვებულია კვების არასწორი რეჟიმის გამო ან კვების უგულებელყოფით. შენი სხეული შედგება იმისაგან, რასაც მიირთმევ ! საკვები არის საშენი მასალა, ვარჯიში კი მხოლოდ მუშახელი. წარმოიდგინეთ როგორ აგიშენებთ მუშა სახლს თუ აგურს ან ცემენტს არ მიაწვდით? არ აქვს თქვენს მიზანს მნიშვნელობა, გახდომა გსურთ, კუნთების გაზრდა, თუ უბრალოდ ჯანმრთელობა, ყველა მიზანს შეესეაბამება მასზე მორგებული რაციონალური კვება.
ამ დროს შეიძლება ვინმემ იკითხოს: „ანუ მარტო ვარჯიშს აზრი არ აქვს?“ – რათქმაუნდა აქვს, იმიტომ რომ ვარჯიში მთელ რიგ პროცესებს ძრავს ორგანიზმში დაწყებული გულსისხლძარღვთა სისტემიდან დამთავრებული მამაკაცური თუ ქალური ჰორმონების გააქტიურებით, თუმცა გარეგნული შედეგის მისაღებად კვების რაციონის განსაზღვა და მისი დაცვა შედეგს აათმაგებს.
- ძილი და დღის რეჟიმი
სამწუხაროდ ჩვენი ორგანიმი ისეა მოწყობილი რომ 24 საათიან რეჟიმში ვერ ვიღებთ უწყვეტ საკმარის ენერგიას. ასევე მიუხედავად ასაკისა ჩვენი სხეულის მილიონობით უჯრედი კვდება ან ზიანდება. ამიტომ ვსაჭიროებთ აღდგენას. აღდგენისა და ენერგიის შევსების ერთადერთი საშუალება კი არის ძილი. არ არსებობს არანაირი სხვა მეთოდი, რითიც შეიძლება აღვიდგინოთ რესურსები ძილის გარეშე.
უფრო კარგად რომ ავხსნა – ვარჯიშის მთელი არსი არის სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით სხეულის კუნთოვანი ბოჭკოების დაზიანება. ანუ მაგალითად თუ თქვენ შეგიძლიათ აწიოთ მაქსიმუმ 10 კილოიანი ჰანტელი და ვარჯიშზე აწიეთ, იგი დააზინაბეს თქვენი კუნთის ბოჭკოებს (გაიხსენეთ მეორე დღის ტკივილები) , შემდეგ ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონებს და მიმართავს საკვებ რესურსებს დაზიანებული უჯრედების აღსადგენად, რათა შემდეგ ვარჯიშზე იგივე 10 კილოიანი განტელის აწევისას კუნთი აღარ დაგიზიანდეთ. ესაა მარტივად პროგრესი და შემდეგ ეცდებით 11 ან 12 კილოიანი განტელით ივარჯიშოთ. ამ პროცესების 80%ზე მეტი კი სწორედ ძილში მიმდინარეობს, ანუ მის გარეშე ვერ აღდგება სათანადოდ დაზიანებული ბოჭკოები და ადვილი მისახვედრია, რომ უძილობამ თქვენ პროგრესის ნაცვლად შესაძლოა რეგრესამდე მიგიყვანოთ.
საშუალოდ 8 საათიანი ძილი საკმარისია, მხოლოდ ღამის განმავლობაში და არა შუადღეს ! ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან უმეტესი ნაწილი ჰორმონებისა გამომუშავდება დღის განსაზრვრულ საათებში და ისინი არ ელოდებიან თქვენ გღვიძავთ თუ გძინავთ. საუკეთესო პერიოდი ძილისთვის არის 23:00 დან 07:00 მდე.
- „ნუტრუციოფობია“ – მანიაკალური შიში საკვები დანამტების მიმართ
არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად საკვები დანამატები იწვევენ იმპოტენციას, უშვილობას, ღვიძლის დაშლას, სიმსივნეს, კუჭის განგრენას, შინაგანი ორგანოების ლპობას, ქართველობის წართმევას, სამუდამო მოუხსნელ წყევლას და ყველა მისი მომხმარებელი განწირულია საუკუნოვანი ტანჯვისათვის უკუნითი უკუნისამდე.
რეალურად საკვები დანამატები ჯანმრთელობაზე არა უარყოფითად არამედ პირიქით დადებითად მოქმედებს. ისინი აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ასწრფებენ დაზიანებული უჯრედების აღდგენას, ხელს უწყობენ ორგანიზმში საკვები ნივთიერებების სინთეზს, ასტიმულირებენ ძირითადი ჰორმონების გამომუშავებას და სინთეზირებას, შესაბამისად ზრდიან პოტენციას , აახალგაზრდავებენ სხეულს, ახდენენ უამრავი ტრავმისა და ასევე დაავადებების პრევენციას, ზრდიან კონთოვანი ქსოვილის ძალასა და გამძელობას, არეგულირებენ არტერიულ წენვას. მთავარია გამოვიყენოთ სწორი დანინულებით და ისინი საშუალებას გვაძლევენ შედეგის მიღების დრო გავანახევროთ.
ამის მიუხედავად ვინმე იტყვის: „მაინც ქიმიაა რა, მოაშორე!“ დავეთანხმები და გავუგებ ამ ადამიანს თუ მას არ ექნება არასდროს მირთმეული მაღაზიაში ნაყიდი შოკოლადი, რძის პროდუქტბი, წვენები (თუნდაც ნატურალური რომ აწერია), აფთიაქში ნაყიდი C ან ნებისმიერი ჯგუფის ვიტამინები და ნუ ლიმონათებზე, კოკაკოლაზე და fastfoodზე აღარაფერს ვიტყვი.
- განსაზღვრა შედეგის და ვარჯიშის პერიოდის.
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ არის ის რომ მოდიან სავარჯიშოდ 1 თვით, 3 თვით, ზაფხულის წინა პერიოდში. ასევე სვამენ კითხვებს: „რამდენ ხანში მექნება შედეგი?“, „20 კილოს რამდენ ხანში დავიკლებ?“ „დაიცადე, რომ დავანებებ ვარჯიშს თავს ეს ნაწვალები წყალში ჩამეყრება?“
პირველ რიგში შედეგის მისაღწევად დროის განსაზღვრა არის წარმოუდგენელი, ამას ვერცერთი მსოფლიოს ტოპ ტრენერიც ვერ განგისაზღვრავთ, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი არის ინდივიდუალური და ამავდროულად თქვენი ორგანიზმიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად რეაგირებს ცვლილებებზე.
ასე რომ შედეგის დროის განსაზღვრა არის შეუძლებელი, და თუ რომელიმე ტრენერი გეუბნებათ რომ 2 თვეში 3 თვეში ან რაღაც განსაზღვრულ პერიოდში მიგაღებინებთ სასუველ ფორმას , ესეიგი ის მწარედ გატყუებთ ან არაკომპეტენტურია!
და ბოლოს აქტუალურ კითხვას ვუპასუხებ:
დიახ ! როდესაც ვარჯიშს თავს დაანებებთ მიღებული შედეგი დაგეკარგებათ და ჩაყრით ნაწვალებს წყალში !
ამიტომ, ნუ მოხვალთ სავარჯიშოდ 1 თვით, თუნდაც 1 წლით. აქციეთ ვარჯიში, სწორი კვება, ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნა თქვენი ცხოვრების წესად და მუდამ უფრო ლამაზები, ბედნიერები, ჯანმრთელები და სექსუალურები იქნებით!
ავტორი: გიორგი ორბელაძე