ლომისობა 2 რამდენიმე საათის წინ ლომისობის დღესასწაული მომილოცეს.
დამაინტერესა ეკლესიის შეხედულებამ აღნიშნულის თაობაზე, გადავავლე თვალი, ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას და გადავაწყდი შემდეგს:
“ამ ეკლესიას ლომისის წმინდა გიორგი ეწოდება. წმინდა გიორგის ტაძრები ბევრი იყო და დღესაც ბევრია საქართველოში, წარსულში ხომ მთელი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღეს, რომელიმე სოფელში ან ქალაქში აღინიშნებოდა წმ. გიორგის დღესასწაული. მაგრამ არის გამორჩეული ძალისა და მადლის ადგილები და ერთ–ერთი ასეთი ადგილი და სალოცავი არის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მინდა ვთქვა, რომ შესაწირი, რომელიც მოდის ცხვრის თუ სხვა სახით, როგორც იყო, ისევ დარჩება სოფლისთვის, ჩვენ არავითარ წინაარმდეგობას არ შევუქმნით მათ. მთავარია, წირვა-ლოცვა შესრულდეს, რადგან ეს დიდი მადლია ამ სოფლისათვის და მთელი საქართველოსთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მადლი, lomisoba  რომელიც აქ ტრიალებს ძალიან ძლიერია და ის მოეფინება მთელს საქართველოს“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებიდან
მის ფონზე, ალბათ ძალიან საინტერესო სანახავია ასობით სისხლში მოსვრილი ადამიანი, დახოცილი ცხვრები, ე.წ. შესაწირი, ბედნიერი ადამიანები და გარშემო მადლი, ბევრი, ბევრი მადლი…

  1. თქვენი აზრით, რელიგიურ რიტუალს უფრო ჰგავს ეს ყველაფერი, თუ კერპთაყვანისმცემლობას?
  2. როგორ ფიქრობთ, როცა ამ ყველაფერს აკეთებთ ბავშვების თვალწინ, რამდენად პოზიტიურ გავლენას ახდენს ეს მათ ფსიქიკაზე, კერძოდ: მათ თვალწინ, სიცილ-ხორხოცით ყელის გამოღადვრა ცხოველებისთვისლომისობა 3
  3. სისხლი და ცხოველების ამოხოცვის რიტუალი რამე კავშირშია სიწმინდესთან და უფრო გვაახლოვებს ღმერთთან?
  4. საშინელებაა (ჩემი გადმოსახედიდან), როცა ცხოველების ამოჟლეტის პროცესს სანახაობად ვაქცევთ და რაც მთავარია, ეს რელიგიური რიტუალია.

მიჩნდება კითხვა, რამდენი თქვენგანია, ამ პოსტის მკითხველთაგან ისეთი, ვისაც ეს სიამოვნებას განიჭებთ და თვლით, რომ ეს ყველაფერი უფლისთვის ხდება და უნდა ხდებოდეს?
და ვინ თვლით, რომ ცხვრების წამების პროცესი არ არის წარმართული რიტუალი და ამაში არის „რაღაც მადლიანი“? გულწრფელად მაინტერესებს, ყოველგვარი ირონიული ქვეტექსტის გარეშე.
მაპატიეთ, მე გული მერევა.